ტრანსკრიპტომების პროფილირება მიკროჩიპების გამოყენებით
ფენოტიპური პათოლოგიები იშვიათად არის გამოწვეული ერთი გენის ექსპრესიის ცვლილების შედეგად, ამიტომ ექსპრესიის სრულყოფილი პროფილის მიღება და მისი ანალიზი კრიტიკული მნიშვნელობისაა ნორმალური ბიოლოგიური პროცესის თუ მისი პათოლოგიური ცვლილებების შესწავლისას. გარდა ამისა, ექსპრესიის მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიცაა განსხვავებული ექსონის ჩართვა ალტერნატიული სპლაისინგისას, შესაძლოა არ გამოვლინდეს გენთა დონეზე ჩატარებული ანალიზისას. მიკრო-ჩიპების გამოყენება გვთავაზობს მთელ რიგ უპირატოსობებს მილიონობით სხვადასხვა სექვენსის ანალიზისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული სპლაისინგის შესწავლისას.
რნმ-ის ექსპრესიის ანალიზისას, შემოთავაზებული ტესტ-სისტემების ფართო სპექტრი შესაძლოა მოიცავდეს როგორც სრულ ტრანსკრიპტომს, ასევე გენთა, ექსონთა ან მოკლე არამაკოდირებელ რნმ-თა (snc) ანალიზს. Affimetrix-ის ექსპრესიის ყველა ტესტ-სისტემა თავსებადია ფართო სპექტრის ნიმუშის ტიპებთან და საჭიროებს რნმ-ის ნიმუშის მცირე მოცულობას. ტესტ-სისტემები ხელმისაწვდომია როგორც ერთ-ნიმუშიანი კარტრიჯის ფორმატში, ასევე მრავალი ნიმუშის მომცველი პლანშეტების ფორმატში, განსხვავებული წარმადობისთვის. შედეგების ანალიზისთვის გამოიყენება სწრაფი და მოქნილი ანალიზის პროგრამა დამატებითი დანახარჯების გარეშე.
ტრანსკრიპტომების პროფილირება
Clariom ტესტ-სისტემები
დიაგნოსტიკური მიზნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიომარკერების გამოვლენა მაკოდირებელი და გრძელი არამაკოდირებელი (lnc) რნმ-ების შესწავლით, ხორციელდება სრული ტრანსკრიპტომის მომცველი ტესტ-სისტემების გამოყენებით. Clariom D და Clariom S ტესტები (ადამიანის, თაგვისა და ვირთაგვისთვის) შექმნილია სრული ექსპრესირებადი ტრანსკრიპტომის ანალიზისთვის და ბიომარკერების გამოსავლენად.
GeneChip ექსპრესიის პროფილირების ტესტ-სისტემები